NEWS

 

07.06.2013

,,სიბიეს ჯგუფში’’ შემავალი კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ ბაზარზე ახალი ინიციატვით გამოდის. 1 ივნისიდან მომხმარებელს მიკროავტობუსის დაქირავების შესაძლებლობა ექნება.  დაინტერესებულ პირებს ახალი სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი მიმართულებით შეეძლებათ. ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ აღნიშულ ახალ მომსახურებაზე მომხმარებელს შეღავათიან ტარიფს სთავაზობს, კერძოდ ტარიფები დადგინდება ინდივიდუალურად მარშრუტისა და დაქირავების ხარნგრძლივობიდან გამომდინარე.

,,თბილისის მიკროავტობუსი’’ გახლავთ სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მგაზვრთა უსაფრთხო, კომფორტულ და დროულ მომსახურებაზე. ახალი სერვისის ,,მიკროავტობუსი გამოძახებით’’ დანერგვით კომპანია მომსახურების ახალ ეტაპზე გადადის, კერძოდ ის ორიენტირებული ხდება ბაზრის გამოწვევებზე  და პასუხობს ახალ მოთხოვნებს.

როგორც ,,თბილისის მიკროავტობუსში’’ აცხადებენ, ,,მიკროავტობუსი გამოძახებით’’ სერვისით სარგებლობისას, კომპანია მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მგზავრობა იქნება კომფორტული და უსაფრთხო.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ დიღომში მდებარე ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ ავტოპარკს, შემდეგ მისამართზე: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის ქ.7, ტელ: 597 05 50 53